logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული ძალები სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ

15 ივნ 202210:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/15/lge4y352b1ifcw6.jpg

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ცნობით, მძიმე ბრძოლების შემდეგ, რომლებიც 1 თვეზე მეტია გრძელდება, რუსული ძალები სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.

"რუსეთის ურბანული ომის ტაქტიკას, რომელიც ძირითადად არტილერიის ძლიერ გამოყენებაზეა დამოკიდებული, დიდი თანმხლები ზიანი ჰქონდა მთელ ქალაქში."- წერია დაზვერვის განცხადებაში.  

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები, რამდენიმე ასეულ სამოქალაქო პირთან ერთად, თავს მიწისქვეშა ბუნკერებს აზოტის ქიმიურ ქარხანაში აფარებენ. ამის გამო, რუსული ძალები სავარაუდოდ განლაგდებიან აზოტის ქიმიურ ქარხანასთან და მის მიდამოებში, მანამ სანამ  უკრაინელ მებრძოლებს მიწისქვეშა ბუნკერებში შეუძლიათ თავის გადარჩენა. ეს, სავარაუდოდ, დროებით ხელს შეუშლის რუსეთს აზოტის ქარხანასთან მყოფი დანაყოფების სხვა ტერიტორიაზე გადაყვანაში. 

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი თავდაპირველი შეჭრის დაგეგმვისას მოელოდა ასეთ მძლავრ წინააღმდეგობას, ან ასეთ ნელ, დამღუპველ კონფლიქტს." - წერია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში. 


close დახურვა